Main menu:
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსის წესები:
1.
კონკურსზე
განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული პროდუქცია
(პოეტური ციკლი/კრებული, რომანი, მოთხრობა, პიესა, კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური
წერილი/კრებული, უცხოური - პოეტური/პროზაული ნაწარმოებების ქართული თარგმანი;
2.
საკონკურსო
განაცხადის მიღება იწყება 2026 წლის 30 მარტს და მთავრდება 30 აპრილს. საკონკურსო განაცხადი
ელექტრონულად უნდა შეავსოს ავტორმა, გამომცემლობამ ან ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციამ;
3.
განაცხადის
ფორმა და ლიტერატურული პროდუქციის მიღების პირობები ქვეყნდება კონკურსის ოფიციალურ
ვებ.გვერდზე: http://machabeli.sytes.net
4.
კონკურსი
გრძელდება 3 თვის განმავლობაში. საკონკურსო მასალების მიღების შემდეგ გამოქვეყნდება
კონკურსზე წარდგენილი ლიტერატურული პროდუქციის სრული სია, ივლისის პირველ ნახევარში
ცხადდება ფინალისტთა სია, ხოლო გამარჯვებული ავტორების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯოლდოების
ცერემონიალზე, 2026 წლის 17 ივლისს.
![]()
·
ლიტერატურულ
კონკურსში ,,მაჩაბელი“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი;
·
საკონკურსოდ
მიიღება 2025 წელსა და 2026 წლის 30 მარტის ჩათვლით ბეჭდური სახის ან ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული/გამოცემული
ლიტერატურული ნაწარმოებები/კრებული;
·
კონკურსზე
წარმოდგენილი პროდუქცია არ უნდა იყოს სხვა ლიტერატურულ კონკურსზე პრემირებული;
·
საკონკურსო
მასალა არ უნდა წარმოადგენდეს განმეორებით გამოცემას. პროდუქცია გამოქვეყნებული/გამოცემული
უნდა იყოს საკონკურსოდ მითეთებულ ვადებში;
·
ლიტერატურული
პროდუქციის კონკურსზე წარმოდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია,
როგორც ავტორს, ისე გამომცემლობას ან ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციას;
·
კონკურსში მონაწილეობისათვის სათანადო განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
საკონკურსო განაცხადის შევსების შემდეგ აპლიკანტმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: premia.machabeli@gmail.com საკონკურსოდ უნდა
წარმოადგინოს:
·
ნაბეჭდი სახით/ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული ლიტერატურული პროდუქციის ელ.ვერსია PDF ფორმატით;
·
გარეკანის (წიგნის, ჟურნალის),
სარჩევის (თუ ეს არის ჟურნალი ან ანთოლოგია) და პირველი გვერდის (სადაც უშუალოდ ფიქსირდება
ავტორის გვარ-სახელი, ნაწარმოების სათაური და გამოცემის წელი) ფოტოები;
·
საკუთარი ფოტოსურათი (პორტრეტის ფორმატი,
ნეიტრალური ფონი, ზომა: 4000X4000, 2 - 5 მეგაბაიტის ფარგლებში).