პრემია "მაჩაბელის" შესახებ - Machabeli

ლიტერატურული
კონკურსი
" მაჩაბელი "
Go to content

Main menu:

პრემია "მაჩაბელის" შესახებ



ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი“ ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

 

კონკურსის დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი და მწერალი, გიორგი სოსიაშვილი.

კონკურსის კოორდინატორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

კონკურსის საინფორმაციო კონსულტანტი: ქეთი ჯოლბორდი.

 

კონკურსი ფართომასშტაბიანია და მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2024-2025 (15 აპრილის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.

 

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მაისი.

 

პრემია ,,მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

·         საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი;

·         საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;

·         საუკეთესო პიესა;

·         საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული;

·         საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.

 

თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ პრემია 3000 ლარის ოდენობით. 

 


Back to content | Back to main menu