Main menu:
ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი“ ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან
არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, სსიპ ილია
ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
კონკურსის დამფუძნებელი: პარლამენტის წევრი, ისტორიკოსი
და პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
კონკურსისი კოორდინატორი: პროფესორი, ალექსანდრე მღებრიშვილი.
კონკურსის საინფორმაციო კონსულტანტი: ქეთი ჯოლბორდი.
კონკურსი ფართომასშტაბიანია და მოიცავს ქვეყნის მთელ
ტერიტორიას. საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა
და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2025-2026 (30 მარტის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით
გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
პრემია ,,მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
· საუკეთესო
პოეტური კრებული/ლექსების ციკლი;
· საუკეთესო
პროზაული ნაწარმოები;
· საუკეთესო
პიესა;
· საუკეთესო
კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული;
· საუკეთესო
პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.
თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს,
სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ პრემია 3000 ლარის ოდენობით.