პრემია "მაჩაბელის" წესდება - Machabeli

ლიტერატურული
კონკურსი
" მაჩაბელი "
Go to content

Main menu:

პრემია "მაჩაბელის" წესდება


პრემია „მაჩაბელის“ წესდება

 

  1. კონკურსის მისია

 

1.1.  ხელი შეუწყოს, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას, ლიტერატურაში ახალი სახეებისა და ლიტერატურული კერების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას.

 

  1. კონკურსის მიზანი

 

2.1.  კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების განვითარება, გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციების მოტივაციის ამაღლება.

 

  1. კონკურსის წესები

 

3.1.  კონკურსზე განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული პროდუქცია (პოეტური ციკლი/კრებული, რომანი, მოთხრობა, კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული, უცხოური პოეტური/პროზაული ნაწარმოებების ქართული თარგმანი;

3.2.  საკონკურსო განაცხადის მიღება იწყება 2025 წლის 15 აპრილს და მთავრდება 10 მაისს. ის ელექტრონულად უნდა შეავსოს ავტორმა, გამომცემლობამ ან ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციამ;

3.3.  განაცხადის ფორმა და ლიტერატურული პროდუქციის მიღების პირობები ქვეყნდება კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://machabeli.sytes.net

3.4.  კონკურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში. საკონკურსო მასალების მიღების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება კონკურსზე წარდგენილი ლიტერატურული პროდუქციის სრული სია, ივლისის პირველ ნახევარში გამოცხადდება ფინალისტთა სია, ხოლო კონკურსზე გამარჯვებული ავტორების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიალზე, 2025 წლის 17 ივლისს.

 

  1. ნომინაციები

 

4.1.

● წლის საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული;

● წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;

● წლის საუკეთესო პიესა;

● წლის საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული;

● წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.

4.2. შემდგომში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები, დაემატოს ახალი საკონკურსო ნომინაცია, გამოაკლდეს ან ჩანაცვლდეს სხვა ნომინაციით, რაც წინასწარ გამოქვეყნდება „მაჩაბელის“ ვებგვერდზე;

4.3. ჟიურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რომელიმე ნომინაციაში საერთოდ არ გაიცეს პრემია, თუ წარმოდგენილი ლიტერატურული პროდუქცია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს;

4.4. ჟიურის წევრებს აქვთ უფლება, ერთი ნომინაციისთვის გამოყოფილი პრემია ამავე ნომინაციაზე წარდგენილ ორ სხვადასხვა ავტორს გადასცენ.

 

  1. პრიზი

 

5.1.  გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ პრემია „მაჩაბელის“ სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით.

 

  1. ჟიურის წევრების მუშაობის წესები

 

6.1.  ჟიურის შემადგენლობაში სულ 5 წევრია. ისინი არიან ლიტერატურის სფეროში მოღვაწე მწერლები და ლიტერატორები;

6.2.  ჟიურის შემადგენლობა შეიცვლება ყოველწლიურად;

6.3.  გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ხმათა უმრავლესობით;

6.4.  დაუშვებელია, ჟიურის წევრი იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოების/წიგნის ავტორი;

6.5.  ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას და ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიალზე. ჟიურის ვინაობა ცნობილია მხოლოდ კონკურსის  ,,მაჩაბელი“  კოორდინატორისთვის;

6.6.  ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემებარება;

6.7.  ჟიურის წევრი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალობა და არ გაანდოს სხვებს ინფორმაცია ჟიურის მუშაობის შესახებ.

6.8.  წაიკითხოს კონკურსზე წარმოდგენილი ტექსტები და შეაფასოს ობიექტურად;

6.9.  ჟიურის სხდომებზე დააფიქსიროს საკუთარი აზრი

 

  1. კონკურსის კოორდინატორის მოვალეობები

 

8.1. კონკურსზე წარმოდგენილი მასალის ჟიურისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;

8.2. ჟიურის მუშაობის პროცესისა და დაწესებული ვადების კონტროლი;

8.3. უზრუნველყოს ჟიურის სხდომების ჩატარება;

8.4. უზრუნველყოს კონფიდენციალობის დაცვა;

8.5. კოორდინატორი - ალექსანდრე მღებრიშვილი.

 

  1. სპონსორები

 

·         გენერალური სპონსორი - ლიბერთი ბანკი;

·         გორის მუნიციპალიტეტის მერია;

·         კომპანია „აგრო-ქართლი“;

·         სარესტორნე ქსელი ,,ჟოზეფი“;

·         კლინიკა ,,ნოვაციო“;

·         ,,შატო უფლისციხე“.

 

  1. საინფორმაციო მხარდაჭერა:

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,რუსთავი 2“,

ტელეკომპანია „იმედი“


Back to content | Back to main menu